”საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს, მე მგონი, ცალსახაა და ეს ასეც უნდა იყოს. სირბილეზე არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადეგი. ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, ვნახოთ ყველაფერი. არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ბავშვებს და ბავშვის უფლებებს როცა ეხება თემა, არის ძალიან მგრძნობიარე. როცა ეკლესიას ეხება თემა, ამ შემთხვევაშიც არის ძალიან მგრძნობიარე”

განაცხადა, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას.