საპატრიარქოში დასაქმებულმა კაცმა მითხრა, რომ მამათმავლობა შესთავაზეს – მამა ათინოგენე

ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელსაც მსახურების უფლება წირვისას ილია მეორის არმოხსენიების გამო შეუჩერეს, ყვება, რომ მასთან იმყოფებოდა საპატრიარქოში დასაქმებული კაცი, რომელსაც მამათმავლობა შესთავაზეს.

“რამდენიმე წლის წინ ჩემთან იყო ადამიანი მოსული და მე მას ვიცნობდი. ის უშუალოდ დასაქმებული იყო საპატრიარქოში ხელსაქმით და მითხრა, რომ მასსზე იყო მამათმავლობის შემოთავაზება. მეუფე პეტრემ შეეცადა ამ ყველაფრის სინოდზე წარდგენას, რაზეც პირიქით – გადააყენეს. მეუფე გრიგოლმა დაგვიბარა და მითხრა რომ ვერ ჩავატარებდი წირვას”,- ამბობს სასულიერო პირი “ფორმულასთან ინტერვიუში”.

მამა ათინოგენე ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარზე, დეკანოზ შალვა კეკელიაზე ამბობს, რომ მას ნათქვამი აქვს, რომ პატრიარქი უღირს მღვდლებს აკურთხებს, ახლა კი ილია მეორეს იცავს.

“ეს პატრიარქის დამცველი მღვდელი, რომელიც დღეს ასე პოპულარულია ტელევიზიებში, შალვა კეკელია, რომელსაც ასევე ჩემთან პირადად აქვს ნათქვამი, რომ პატრიარქი მოხუცია, ბებერია, უღირს მღვდლებს აკურთხებს. დღეს კი გამოდის, რომ უნამუსოდ ამბობს, რომ იქ ყველაფერი კარგადაა”, – აცხადებს მამა ათინოგენე.

მისივე თქმით, პატრიარქის წირვაში მოხსნიება იმის მერე ვეღარ შეძლო, რაც მეუფე პეტრემ ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა. მამა ათენოგენე ყვება, რომ ამის შემდეგ ტაძარში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მივიდნენ და გადაიღეს, რომ პატრიარქს არ იხსენიებდა, რის შემდეგაც მსახურების უფლება შეუჩერეს.