“საპენსიო ფონდში 1.5 მილიარდ ლარზე მეტია აკუმულირებული, სქემაში მილიონზე მეტი სუბიექტი მონაწილეობს.

ამ ხალხის უმეტესობას არ უნდა პენსიის ამ გზით დაგროვება, მეც ასეთი ვარ, უბრალოდ მთავრობამ დამავალდებულა მეც და ჩემი დამსაქმებელიც, რომ 2-2 პროცენტი ვიხადოთ ბიუჯეტში (სინამდვილეში დასაქმებული იხდის ოთხივეს)

რატომ არ მინდა?

მთავრობას სამ ბატს არ ვანდობდი, ჩემს პენსიაზე საუბარი ზედმეტია.

სამართლიანიც არ მგონია ხალხს რაღაცაში ჩართვა აიძულო და შემოსავალი წაართვა, არც მთავრობის საქმე მგონია ჩვენს სიბერეზე ზრუნვა.

ეს ფული მათ უნდა დაუბრუნდეს, ვისაც წაართვეს. გაჩერებული ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებს თავიანთი დანაზოგები დაუბრუნდეთ. მათ უკეთ იციან როგორ დახარჯონ ან შეინახონ თავიანთი ფული, ვიდრე ჩინოვნიკებმა”

წერს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, საბურთალოს მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატი ოპოზიციიდან, ბორის “ჩელე” ყურუა.