საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები პროცესის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები სავარაუდოდ ამომრჩევლეს ჰქონდა შენახული.

ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნიდან „ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა“ გაიტანა და ახლა ისინი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.

„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები.

ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, -ამბობს ცესკოს პრესსპიკერი.

ცნობისთის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ნათია ფარეხელაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ავლევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენი იპოვა. მისი ინფორმაციით, კონვერტში იყო როგორც მიმდინარე არჩევნების, ასევე, წინა საპრეზიდენტო არჩევნების 6 ცალი ბიულეტენი.