სასამართლომ, კომპანია ENKA სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA,  სასამართლომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, 5000 ლარით დააჯარიმდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, დარინა სალდაძე on.ge-სთან აცხადებს, რომ  კომპანია 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და 2015 წლის ეკოლოგიური ექსპერტიზით განსაზღვრული პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

სალდაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო ის პირობები, რომელიც კოპმანიას მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა, წარედგინა სამინისტროში და შეეთანხმებინა შესაბამისი დეპარტამენტი. მისივე თქმით, დღემდე ამ პრობების შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმეტები ENKA-ს მიერ არ არის წარმოდგენილი, რაც სამინისტროს გარემოცდაცვითი ზედამხედვლეობის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

“არამხოლოდ ამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების განსაზღვრულ პირობებზეა საუბარია. 2015 წელს ნამახვანჰესის პროექტზე გაცემულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, იმ დროინდელი კანონმდებლობით. ამასთან, ედავებოდა ეკოლოგიური ექსპერტიზით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობასაც.მაგალითად, მშენებლობის პროცესში წარმოიქმნება ნარჩენები და მნიშვნელოვანია, რომ იყოს სანაყაროების გეგმა წარდგენილი, ეს ნარჩენები სად მოხვდება. პირდაპირ რიონში ხომ ვერ მოხვდებოდა, ტერიტორია უნდა განსაზღვრულიყო. ერთ-ერთი ესეც გახლდათ, რომ არ იყო წარდგენილი სანაყაროების გეგმა. ასეთი მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით არის ეს სამართალდარღვევა”, -აცხადებს დარინა სალდაძე.