სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე – ”რუმსი” პოზნერის სტუმრობაზე

”სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე”- ასე გამოეხმაურა სასტუმრო ”რუმსის” მფლობელი “აჭარა ჯგუფი“, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს, რომელიც სასტუმრო “რუმსში” იმყოფება.

“ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო. ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას.”- ნათქვამია განცხადებაში.

რუსი პროპაგანდისტი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად ჩამოვიდა. ისინი რესტორან “რუმსში” ჩერდებოდნენ თუმცა სავახშმოდ “ვინოტელში” გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა და სასტუმრო “რუმსში” დააბრუნა სადაც შემდეგ,  შეკრებილმა აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ტოვებს და მისთვის ჩარტერული რეისი დილის 6 საათზე ჩაინიშნა.  პოზნერის დაგეგმილზე ადრე გამგზავრება, თბილისში განვითარებულს მოვლენებს უკავშირდება. ის  საქართველოში გაჩერებას 3 აპრილამდე გეგმავდა.