სასტუმრო „ოაზისში“ ინფიცირებული ექიმი რუსთავში, კლინიკა „ავერსში“ მუშაობდა

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი რუსთავში, კლინიკა “ავერსში” მუშაობს. მისი 8 კონტაქტი რუსთავში უკვე მოიკვლიეს და  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი.

ექიმს, რომელსაც ჩაქვში კონფერენციაზე ყოფნის პერიოდში ტემპერატურა აღენიშნებოდა, PSR ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმრო ოაზისში, კონფერენციაზე მყოფი 400–მდე ექიმი თვითიზოლაციასა და კარანტინში გადანაწილდნენ, ხოლო თავად სასტუმრო დაიკეტა.