სასტუმრო “ვინოტელი”, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ქართული ოცნების წევრისაა. ამას სასტუმროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებიც ადასტურებს.
ბენო ქაშაკაშვილი 2016 წელს მმართველი პარტიის 53–ე ნომერი იყო. მან 2016 წლიდან დღემდე “ოცნებას 170 ათასი ლარი შესწირა.
რუსი პროპაგანდისტი თანმხლებ პირებთან ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, რესტორან “ვინოტელში” იმყოფება, რათა თავისი დაბადების დღე აღნიშნოს.
ვლადიმერ პოზნერმა თბილისში ჩამოვლის შემდეგ განაცხადა, რომ “შესაძლოა” აფხაზეთზე თქვა, რომ “ის აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, თუმცა ახლა პოლიტიკაზე არ ისაუბრებს, რადგან აქ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.