სასულიერო პირები ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან, როგორც საზოგადოების თავისუფალი წევრები – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, სასულიერო პირები და სხვა პროფესიის ადამიანები მათ პარტიულ შეხვედრებს ესწრებიან როგორც საზოგადოების თავისუფალი წევრები.

“სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები — პედაგოგები, ექიმები ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები. და როცა ვიწვევთ საზოგადოებას, სადაც ჩავდივართ, რასაკვირველია, ეს მოწვევა აქვთ საულიერო პირებსაც”, – თქვა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, წყალტუბოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას სასულიერო პირებიც დაესწრნენ. მეუფე იოანეს თქმით, სასულიერო პირები ყოველთვის პატივს მიაგებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, თუნდაც წარმართები.