სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

შეზღუდვა შეეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ სასწავლებლებს.

განათლების მინისტრის განმარტებით, 4 ოქტომბერს იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, სწავლა აუდიტორიებში განახლდება.