საუბარი იყო მიყურადებაზე, რაც აბსურდია -ირაკლი კობახიძე ISFED-ის დათვლებზე

“საუბარი იყო მიყურადებაზე, რაც აბსურდია”- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აბსურდულს უწოდებს ბრალდებებს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისთვის მიყურადებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე აცხადებს,რომ  ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც.

“იქ იყო საუბარი უკანონო მიყურადებაზე და ა.შ., რაც ყველას ესმის, რომ აბსურდია. ასე ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოძვრნენ უხერხული ვითარებიდან. ისინი აფუძნებდნენ საკუთარ მტკიცებას გაყალბებასთან დაკავშირებით PVT-ზე. მათ მთლიანად ჩამოენგრათ ეს მთავარი საყრდენი. მათი მძიმე და უხერხული მდგომარეობა გასაგებია”, — განაცხადა კობახიძემ.