საუბარი სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხო – ომბუდსმენი კასიანოვს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა. საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრტელობის მდგომარეობას შეეხო.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე”, – აღნიშნავენ სახალხო დამცველის ოფისში.