საუბედუროდ, საქართველოს, რაღაც პერიოდით, ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი – ბაქარაძე

” საქართველოს, რაღაც პერიოდით, ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი”- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ცოტახნის წინ განაცხადა.

“საუბედუროდ, საქართველოს, რაღაც პერიოდით, ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი. ამ პერიოდსაც, ამ პარლამენტსაც და ამ ხელისუფლებასაც ძალიან სწრაფად დავასრულებთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ევროპული საქართველო” პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ დღეს გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.