ქართველმა კომპოზიტორმა კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა იტალიელ ხალხს მხარდასაჭერად, მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა. რაჭველმა მუსიკალური დიალოგი იტალიელ მუსიკოსთან, მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან გამართა.
“მე გამიმართლა! ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო შემესრულებინა ნაწარმოები სანტა მარია დელი ანჯელის წმინდა მონასტერში.ეს მუსიკალური მარგალიტი სპეციალურად ჩვენი ხალხისთვის შექმნა ერთ-ერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.ის უბრალოდ, გენიოსია და მისი სახელია – ნიკოლოზ რაჭველი. რომ ნახავთ და მოისმენთ, ამაში თავად დარწმუნდებით. დიდი პატივისცემა და მადლიერება თეონა ჯორბენაძეს, რომელმაც ჯადოსნური გზებით შექმნა ეს ვიდეო” – წერს მარიო სტეფანო სოციალურ ქსელში.
სოლისტი – მარიო სტეფანო პიეტროდარკი
ვიდეორგოლი “ლენო სტუდიაშია” აწყობილი
ჟღერადობა და გადაღება – გიორგი გვარჯალაძე
რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე
ედიტორი – საბა ფრუიძე