საფრანგეთის ექსპრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქედან ორი წელი პირობითია.

სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

ექსპრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, მას ამისთვის 10 დღე აქვს.

მედიის ინფორმაციით, 1–წლიანი პატიმრობა შეიძლება ელექტრონული სამაჯურის ტარებით ან შინაპატიმრობით ჩანაცვლდეს.