საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული ქვეყნის პატივიცაა -გიორგი გახარია ივანიშვილზე

“საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული ქვეყნის პატივიცაა”- ასე აფასებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის  საპატიო ლეგიონერის ორდენის გადაცემას. მისი თქმით, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამინისთვის არამედ იმ ქვეყნისთვისაც ვისაც ის წარმოადგენს.

“საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს.
ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას” –  წერს გახარია.