საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობის საკმარისად შესრულება – ევროკავშირი

ევროკავშირის წარმომადგენლობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ევროკავშირის განცხადებით, პატივს სცემენ საქართველოს გადაწყვეტილებას არ მიიღოს დახმარება, თუმცა აღნიშნავენ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შესრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელმაც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერითაც აიღო. 150 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემ რა საქართვეელოს ხელისუფლები გადაწყვეტილებას, ამავე დროს ვამბობთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმრისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის, შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები, ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახვადა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას”,– განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების გატარებაზე.