საქართველომ რუს მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა – აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ეხო კავკაზასთან აცხადებს, რომ საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნით, რუსეთის მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა.

“რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარ განსაზღვრულ და შეზღუდულ პერიოდში გაემგზავრება მთიან ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები”, – აცხადებს აბაშიძე.