საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნები რუსული გავლენისგან დაიცვას – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიანი გზით. მისივე თქმით, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

“რუსეთის მხრიდან განხორციელებული მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული მათი ჩარევისგან არჩევნებზე. ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაიცვას საარჩევნო სისტემა მათი გავლენისგან”,- განაცხადა დეგნანმა.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიებმა ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩევლებს.

“ჩვენ, აშშ და საქართველოს სხვა პარტნიორები ვახორციელებთ ძალისხმევას და პროგრამებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მათ შეძლონ გაიგონ, რა არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი და დეზინფორმაცია. იგივე მოვალეობა გააჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს, მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ამომრჩეველი სრულად იყოს ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებზე და შეძლონ, თავისუფალ გარემოში, დაშინების გარეშე მისცენ ხმა. მე იმედი მაქვს, ეს არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.