“საქართველოს არ სურს, სანქციებს შეუერთდეს…ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა” – გერაშენკო

კრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ არ უერთდება რომ ეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს არ სურს რადგან ის რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ გერშენკომ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“საქართველოს არ სურს სანქციებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ, ეს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის რუსეთის გავლენების ქვეშაა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი საქართველოს პოზიციით. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა. ვიცი, რომ ქართველ ხალხს ძალიან უყვარს უკრაინა, ბევრი ქართველი იბრძვის ჩვენს გამო. ვიცი ბახვა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა…”. – განაცხადა გერაშენკომ.