”დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ 19 აპრილის შეთანხმება, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური დისკუსიაა, საჭიროა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას.  საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, 19 აპრილის დოკუმენტი არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციის, ეს არ არის ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი. ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი, იყო საკითხები, რომლებიც შესრულდა, რაც შეეხება შეუსრულებელ ნაწილს, მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს”

განაცხადა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, 4 არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.