საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება–ლექსმანი

ევროპარლამენტის სხდომა, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის პროექტი განიხილებოდა, საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა აშკარა ტენდენციაა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს:

“როგორც ასოცირებულმა ქვეყანამ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსურველმა, საქართველომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ვფიქრობ, რომ ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ისივე, როგორც მათი ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის შესაბამისი რეფორმები გატარება, რათა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა. საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლისთვის. საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ქართველი ხალხის მეგობარი ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ, როდესაც მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და დემოკრატიის უკუსვლა ფიქსირდება, რაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ–განაცხადა მირიამ ლექსმანმა.