საქართველოს მეგობრები რომ ვხვდებით, იცით რაზე ვსაუბრობთ? ივანიშვილის სანქციებზე – პავილიონისი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს მეგობრები შეხვედრისას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობენ. ამის შესახებ პავილიონისმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

”საკუთარი თავი მიმაჩნია როგორც საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. საქართველოს მხარს ვუჭერ ვარდების რევოლუციის დროიდან და ვიყავი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც მომიწვიეს საქართველოში. მახსოვს კიდეც, ვერტმფრენით როდესაც მოვფრინავდი საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად. იცით, საქართველოს მეგობრები როდესაც ვხვდებით, რაზე ვსაუბრობთ? – ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე. არ არის ეს უცნაური? საქართველოს საუკეთესო მეგობრები, ვინც ახლა უნდა ახორციელებდეს ლობირებას მის კანდიდატობაზე, საუბრობს, როგორ დაიხსნას სააკაშვილი ციხიდან და როგორ დაუწესდეს ივანიშვილს სანქციები.” –  განაცხადა პავილიონისმა.