საქართველოს მთავრობა თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად ტექნიკას და მაშველებს აგზავნის

საქართველოს მთავრობა თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად ტექნიკას და მაშველებს აგზავნის.ამის შესახებ მთავრობა განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან”, – აღნიშნულია განცხადებაში.