საქართველოს მთავრობის მიზანია მმართველი პარტიისადმი მორჩილი სასამართლოს შექმნა – კელი

“საქართველოს მთავრობის მიზანია მმართველი პარტიისადმი მორჩილი სასამართლოს შექმნა “- ამის შესახებ საქართველოში ყოფილი აშშ-ს ელჩი იან კელი Twitter-ზე წერს.

“რთულია არ დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არის, რომ შექმნას არა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, არამედ უზრუნველყოს მმართველი პარტიისადმი მონურ მორჩილებაში მყოფი სასამართლოს შექმნა. აშშ-ის მთავრობა მართებული იქნება თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მისდამი საქართველოს მთავრობისადმი  ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას.” – წერს იან კელი