საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილის თქმით, მან ოფიციალური წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რობერტა მეცოლასგან დღეს მიიღო.

”ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 18 აპრილს სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.