საქართველოს, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა შეუძლია საფრანგეთის იმედი ჰქონდეს–მაკრონი

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საფრანგეთის პრეზიდენტი ტვიტერზე ეხმაურება.  ემანუელ მაკრონი საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტის მიერ გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით წერს:

“დემოკრატიული ფასეულობებისადმი, მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლებისადმი ქართველების ერთგულება გაგონილ იქნა.

საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”.