სომხეთში მიწისძვრა მოხდა, საქართველოს საზღვრიდან 150 კმ-ში

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.ევროპული სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, ერევნიდან 12 კილომეტრში სოფელ ვანაშენთან იყო, სიმძლავრემ კი 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

“სომხეთი ისევ , 5.0 მაგნიტუდა. საქართველოს საზღვრიდან 150 კმ. პირველადი მონაცემი.სოფ. ვანაშენთან. თურქეთის მხარეს! ახლოსაა ერევანთან!”- წერს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე.