საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 16:26 საათზე საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი საზღვრიდან 61 კმ-ში, ინგუშეთი იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.