საქართველოს მოქალაქეები ქაბულიდან თბილისში ბრუნდებიან

ავღანეთის დედაქალაქი ქაბული საქართველოს დარჩენილმა მოქალაქეებმაც დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გავრცელებული ცნობებით, ისინი ბრიტანული ბორტით გამოემგზავრნენ.

ავღანეთში სულ საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა ქვეყანა 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით დატოვა, ნაწილი კი დღეს დილით დაბრუნდა.