ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე.

არ მინდა, ცუზე დავწერ და ბოლო წლებში არცერთი კარგი ამბავი არ ყოფილა. ხან გავრილოვს პარლამენტში არასწორ სავარძელზე დასვამენ, ან პოზნერის დაბადების დღეს ჩაშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ ქართული ბარათის გატეხა. უკრაინის ოფიციალური პირები ითხოვდნენ საქართველოსგან “მეორე ფრონტის” გახსნას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რუსეთისთვის გარკვეული სანქციების დაწესებას.ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არც კი დაფიქრდებოდა, ისე დაუდგებოდა მოძმე უკრაინას გვერდში, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე გაგზავნეს.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კი ფეხში გასროლა უწოდა.

ასევე, მიუხედავად მსოფლიო მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში, წელს საქართველომ ძალიან თბილად და სწორად აღნიშნა გამარჯვების დღე: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან და სხვა.

როგორც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები, ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის მეხსიერებიდან წაშლას, საქართველოში ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) 1941 წელს ფრონტზე წავიდა, ნახევარზე ცოტა მეტი კი ცოცხალი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ქართველები იყვნენ – ჯუღაშვილი და ბერია.

ეს ხსოვნა დაფასებული უნდა იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. და ვერ ერთი სააკაშვილი ვერ შეუშლის ამას ხელს. სააკაშვილი დიდი ხანია მივიწყებულ წარსულშია, ხოლო დაუვიწყარში – დიადი რევაზ ჩხეიძის საბჭოთა ფილმი ჯარისკაცის მამა, რომელიც ჩემზე უკეთ აგიხსნით, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ქართველისთვის კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე, მთავარ ბოროტებაზე გამარჯვებას.

იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან არა მხოლოდ მე, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ხედავენ.

დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი და განსხვავებული შეხედულებები. თუმცა მე ვფიქრობ, მოვიდა მეგობრობის თუ არა, ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყების დრო.  ურთიერთობების ნორმალიზების პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ: რუსებს საქართველოს მოსანახულებლად ვიზა არ სჭირდებათ; საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენი წინაპრები საფლავში გადაბრუნდებოდნენ, რომ გაეგოთ, რომ ქართველებს მოსკოვში არ უშვებენ, ხოლო ბერლინში – კი

წერს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე.