საქართველოს ხელისუფლება ხმას უკრაინის კი არა, საკუთარ საკითხზეც არ იღებს – კანდელაკი

“საქართველოს ხელისუფლება ხმას უკრაინის კი არა, საკუთარ საკითხზეც არ იღებს “- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილ დაძაბულ ვითარებას Facebook-ზე ეხმაურება.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნების საკვანძო ნაწილი, უკრაინასთან ერთად, საქართველოს ნატოში არგაწევრიანებაცაა, საქართველოს ხელისუფლება ხმას უკრაინის კი არა საკუთარ საკითხზეც არ იღებს. უკრაინასთან ერთად ერთიანი დიპლომატიური ფრონტით გამოსვლაზე – რაც არის კიდეც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი – საუბარიც ზედმეტია. ამ კრიზისის დროს, ამერიკის ადმინისტრაციასთან ყველაზე მაღალი დონის კონტაქტი – ზალკალიანის სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივნის მოადგილე კარენ დონფრიდთან (ისიც ძალიან უცნაურად, აშშ საელჩოდან), აშკარად ამერიკული და არა ქართული მხარის ინიციატივით შედგა”. – წერს კანდელაკი