საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებსსაქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში, სომხეთმა აღდამისა და ტერტერის რაიონებში საარტილერიო შეტევა განახორციელა.

“11 ოქტომბრის დღეს განჯა, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, სომხეთის სამხედრო ძალების მიერ სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღების შემდეგ სომხეთის მხრიდან სამოქალაქო პირებისა და ქალაქების დაბომბვა არის ბარბაროსობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და აჩვენებს, რომ სომხეთის მთავრობის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე მოწოდებები არის ფარისევლობა და სხვა არაფერი.

სომხები მიზანმიმართულად ცეცხლს უხსნიდნენ სამოქალაქო პირებს, სახლებს, სამოქალქო ობიექტებსა და სამედიცინო პერსონალს. ეს არის აზერბაიჯანისადმი გამოხატული აგრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ სომხეთი უგულებელყოფს საერთაშორისო კანონის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონსა და ჟენევის კონვენციებს. ის ნათლად არღვევს თავის ვალდებულებებს და შორსაა ჰუმანიზმის პრინციპებისგან. სიტუაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას,” – აცხადებს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი.