მე სულ ყველგან, რაც არ უნდა ამათმა თქვან, რომ მე ვაბეზღებ საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, მე ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს და ყველგან ამას ვამბობ – საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა, როგორც კი ეს გადაჭარბებს რაღაცა ნიშნებს, რომელიც არის შეიძლება სიფრთხილის ნაწილში თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში, რაღაც ცდუნებები, რაც ალბათ არსებობს, როგორც კი ეს გავა ამის იქით და ჩნდება ნიშნები პრორუსულობის, ის მთავრობა, ის ხელისუფლება, ის ძალა ვერასოდეს ვერ იქნება, ვერ იარსებებს საქართველოში.

იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობა და არსებობს უწყვეტი ნება ქართველი მოსახლეობის, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში..

რეალურად, ყველა გრძნობს, მითუმეტეს არჩევნების პერიოდში, როცა მივდივართ იქითკენ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში.

აცხადებს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.