საქართველოში ბავშვები დასაცავები პედოფილებისგან, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან ადრეულ ასაკში ქორწინებისგან. ბოლო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურად სახალხო დამცველის მიერ, ამ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს 815 ორსული ბავშვი დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან დედის და მამის გარეშე გაზრდისგან. შეუძლებელია, ფიზიკურად დავითვალოთ ის ბავშვები, რომელთა მშობლები, ხშირ შემთხვევაში, დედები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სირთულეების გამო მოშორებულები არიან შვილებს, ოჯახებს, სამშობლოს და წასულები არიან ევროპაში ან ამერიკაში, ფაქტობრივად, იძულებით გადასახლებულები.

[…] არჩევნები მოდის და ამის ხათრით მაინც დაიწყეთ სასკოლო კვება, ოღონდ ხარისხიანად, ისე, როგორც იყო დაგეგმილი და არა რამდენიმე ოჯახის გასამდიდრებლად.

განაცხადა პარტია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.