საქართველოში დღეს არჩევნების მეორე ტურია – ხმის მიცემა დაიწყო

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო უბნები ზუსტად 8 საათზე გაიხსნა.

მეორე ტური გაიმართება ქვეყნის 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში. ერთმანეთს ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.

თვითმმართველი ქალაქების მერობისთვის იბრძოლებენ:

  • თბილისი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკანორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე;
  • რუსთავი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე;
  • ქუთაისი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი;
  • ფოთი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი უგულავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე;
  • ბათუმი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი;

გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტური გაიმართება:

თელავი – ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბოტკოველი, ქართული ოცნება ლევან ანდრიაშვილი;

ქარელი – ნაციონალური მოძრაობა ნიკოლოზ ახალკაცი, ქართული ოცნება ზაზა გულიაშვილი;

თიანეთი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება ლევან წიკლაური;

ხაშური – ნაციონალური მოძრაობა იოსებ ბუაძე, ქართული ოცნება თენგიზ ჩიტიაშვილი;

ცაგერი – გახარია ‒ საქართველოსთვის ბესარიონ ბენდელიანი, ქართული ოცნება გიორგი ნემსაძე;

ბაღდათი – ნაციონალური მოძრაობა გიორგი რობაქიძე, ქართული ოცნება კახა ენუქიძე;

წყალტუბო – ნაციონალური მოძრაობა ზაზა მეტრეველი, ქართული ოცნება გენადი ბალანჩივაძე;

ოზურგეთი – დამოუკიდებელი კანდიდატი – კონსტანტინე შარაშენიძე;  ქართული ოცნება ავთანდილ თალაკვაძე,

სენაკი – ნაციონალური მოძრაობა კობა ნაყოფია, ქართული ოცნება ვახტანგ გადელია;

მარტვილი – ნაციონალური მოძრაობა თეიმურაზ ჯანაშია, ქართული ოცნება თორნიკე ჯანაშია;

ხობი – ნაციონალური მოძრაობა ბესიკი შენგელია, ქართული ოცნება დავით ბუკია;

ზუგდიდი – ნაციონალური მოძრაობა ანზორ მელია, ქართული ოცნება მამუკა წოწერია;

წალენჯიხა – ნაციონალური მოძრაობა გიორგი ხარჩილავა, ქართული ოცნება გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ – ნაციონალური მოძრაობა ბადრი ქარჩავა, ქართული ოცნება დათო გოგუა;

ხელვაჩაური – ნაციონალური მოძრაობა მიშა ბოლქვაძე, ქართული ოცნება ზაზა დიასამიძე.