საქართველოში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან გაუქმდება

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.  გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.