საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 843-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

843 ინფიცირებულიდან 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297 პირი