საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 11% უსიმპტომოდ მიმდინარეობდა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევებიდან 11% უსიმტომო იყო.ინფიცირებულების 17%-ს აღენიშნებოდა ყელის სიმშრალე/ტკივილი, 14,5%-ს თავის ტკივილი, 10,1%-ს სურდო.

აღსანიშნავია, რომ სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტს შორის უმეტესი წილი, 69,1% გადაყვანილია საკარანტინე სივრციდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს ანგარიში საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მესამე გადახედვაა და მასში მონაცემები ასახულია 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. შესაბამისად, დოკუმენტში ყველა მაჩვენებელი წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდისთვის, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. NCDC-ში ამბობენ იმასაც, რომ ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში რეგულარულად განახლდება