საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია.

ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, ბათუმში გამოვლინდა.

ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 548
  • გამოჯანმრთელებულია – 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.