საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც  რეკორდული მაჩვენებელია.  ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 20 ადამიანი, სულ 1354. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.