საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსი 170 ახლი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფიცირებულებიდან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6633  ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.