საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ინფორმაცია StopCov.ge- ზე განახლდა.

18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3 119 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 435 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში  იმყოფება 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.