საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 502 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.