საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.