საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში – 58

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.