საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 62

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.