საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, სულ 72.

გამოჯანმრთელდა კიდევ 313 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 574 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში 1 338, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.