საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 72

საქართველოში დღეს კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი კიდევ 527 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.