საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 93

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გარდაცვლილი მერვე  პაციენტი 55 წლის მამაკაცია რომელიც აჭარაში კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი, კორონავირუსისგან კი 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა.